პროექტი ჯი logo Proeqti GE
ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების პროექტირება
ვაპროექტებთ 500 კვ.მ-მდე ინდივიდუალურ საცვხოვრებელ სახლებს

250+

შესრულებული პროექტები

100+ სახლი

მიღებულია ექსპლუატაციაში

40+ სახლი

აშენდა ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ

ხშირად დასმული კითხვები

ვამზადებთ განაცხადს განაშენიანების პირობების დადგენაზე (გაპი), მიღებული პირობების საფუძველზე, თქვენთან ერთად ვამუშავებთ სახლის ესკიზურ პროექტს და სრულ საპროექტო დოკუმენტაციას, ბოლოს კი ვათანხმებთ პროექტს და ვიღებთ მშენებლობის ნებართვას
გაპი - განაშენიანების პირობების დადგენა, მშენებლობის ნებართვის მოპოვების პირველი ეტაპია. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ნაკვეთის სამშენებლო პოტენციალსა და სავალდებულო შეზღუდვებს, რომელთა გათვალისწინებით მზადდება პროექტი
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ნებართვის მიღებას საშუალოდ 2–3 თვე სჭირდება. ვადები დამოკიდებულია ნაკვეთის პირობებსა და ადმინისტრაციულ პროცედურებზე
პროექტი მოიცავს არქიტექტურულ ნაწილს, კონსტრუქციულ ნაწილს, ენერგოეფექტურობის დეკლარაციას და მშენებლობის ორგანიზების პროექტს
დიახ. პროექტირების პროცესში გადაწყვეტილებები მუშავდება ეტაპობრივად და თითოეული ძირითადი ეტაპი თანხმდება დამკვეთთან